კარგია პრეზიდენტი თუ მიხვდა, რომ თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები უნდა განახორციელოს

კარგია პრეზიდენტი თუ მიხვდა, რომ თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები უნდა განახორციელოს

,,კარგია პრეზიდენტი თუ მიხვდა, რომ უნდა განახორციელოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები და მიიღოს საკანონმდებლო პროცესში აქტიური მონაწილეობა, იმ თვალსაზრისით, რომ ვეტო დაადოს იმ კანონპროექტებს, რომლებსაც არ ეთანხმება", - ასე გამოეხმაურა უმცირესობის წევრი, ლევან ბეჟაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტზე ვეტოს დადებას.

ბეჟაშვილის თქმით, უმრავლესობას მოუწევს მთელი ძალისხმევის მოკრება, რათა პრეზიდენტის ეს ვეტო დაძლიოს.

,,ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ შეთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებს გზავნილი აქვთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე პრეზიდენტისა და პარლამენტის უმცირესობის დეპუტატების მხრიდანაც. Aვითარების ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. თავისთავად, ვეტოს დადების შემდეგ, საკითხი ისევ პარლამენტში იხილება და პარლამანტმა, რომ დაძლიოს ეს ვეტო, უმრავლესობას დაჭირდება მთელი ძალების მოკრება, რაც დღევანდელი განლაგებით არ აქვთ. შესაბამისად, თუკი ვეტო არ იქნება დაძლეული, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ექნება მონაცემების შეგროვების საშუალება. შემდგომი ნაბიჯი იქნება ის, რომ პარლამენტმა უნდა დაარეგულიროს და შეცვალოს ის სისტემა, რომელიც პოლიციას ხელს აძლევს შეუფერხებლად ადამიანების მოსმენის შესაძლებლობის", - განცხადა ლევან ბეჟაშვილმა.