ბრიტანეთის საელჩო Chatham House-ში ჩირიკბას გამოსვლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ბრიტანეთის საელჩო Chatham House-ში ჩირიკბას გამოსვლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საელჩოში აცხადებენ, რომ Chatham House დამოუკიდებელია ინსტიტუტია და სტუმრების შერჩევაც მათი გადასაწყვეტია.

"Chatham House არის დამოუკიდებელი Think Tank, სადაც სხვადასხვა თემებს განიხილავენ ექსპერტები, ასევე მოწვეული სტუმრები. ასე რომ, მათი გადასაწყვეტია, რომელ სტუმარს მოიწვევს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ღონისძებას Chatham House-ში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოდან, ბრაზილიიდან",-განუცხადეს "პირWელს" საელჩოში.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „აფხაზეთის წარმომადგენლებს საერთაშორისო თანამეგობრობისგან აღიარების ილუზია არ უნდა ჰქონდეთ“.

„ჩვენი პოზიცია ბრიტანელი კოლეგებისთვის ცნობილია და ამაში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა გვაქვს. აფხაზეთის წარმომადგენლებს არ უნდა ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ ისინი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მოიპოვებენ. ეს გამორიცხულია, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უჭერს მხარს",-განაცხადა ზალკალიანმა.

Chatham House - საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტი - ლონდონში მოქმედი დამოუკიდებელი პოლიტიკის ინსტიტუტია. ინსიტუტის მისიაა, "შექმნას მდგრადი უსაფრთხო, წარმატებული და სამართლიანი მსოფლიო".