სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის "სამეკავშირეო" ხელშეკრულების შეთავაზებას ეხმაურება.
"ნატო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონის - აფხაზეთისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების გამო. ხელმოწერის შემთხვევაში, იგი ხელს შუეშლის საკითხის გადაჭრის შემდგომ პერსპექტივებს. ეს ასევე იქნება კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რომ რუსეთი ცდილობს, შეცვალოს ევროპის პოლიტიკური რუკა",- წერს აპატურაი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.