სააგენტო მართავს ტრეინიგს ,,ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების

სააგენტო მართავს ტრეინიგს ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების" შესახებ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო  მართავს ტრენინგს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებების, რომელთა ნაწილი უკვე ამოქმედდა,  ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  საქმეების წარმოებისას ხარვეზების თავიდან აცილების  მიზნით, ინსპექტირების დეპარტამენტისა და რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებისათვის თემაზე  – ,,ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება".

სახელმწიფო კონტროლის განხორციელების დროს, ხშირია სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევები, რა დროსაც უფლებამოსილი პირების მიერ ხდება სამართალდარღვევის გამოკვლევა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.  ტრენინგის მიზანია ადმინისტრაციულ სამართალდაღღვევათა საქმეების წარმოების პროცესი გახდეს უფრო სრულყოფილი, რათა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებისას ამაღლდეს სააგენტოს თანამშრომელთა  სამართლებრივი ცოდნის დონე და  უნარ–ჩვევები.

ტრენინგი მოიცავს როგორც, თეორიული ნაწილს (ცვლილებების გათვალისწინებით), ასევე, პრაქტიკიდან აღებული მაგალითების განზოგადებას. ტრენინგის მეთოდიკას წარმოადგენს – ,,გამოცდილებაზე დაფუძვნებული სწავლება",  რაც გულისხმობს მსმენელის მაქსიმალურ ჩართულობას ტრენინგში ინტერაქტივის მეშვეობით, მათი გამოცდილების განზოგადების  მეშვეობით.