გრიგორი კარასინი - რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი ნაადრევია

გრიგორი კარასინი - რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი ნაადრევია

რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი ნაადრევია. ამის შესახებ "ტასს"-ს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განუცხადა. 

"ახლა საჭიროა იმაზე საუბარი, რომ დამყარდეს ორმხრივი ურთიერთობები იმ სფეროებსა და საკითხებში, რომლებშიც ეს შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში და რომელიც თბილისმა 2008 წელს შეწყვიტა", - აღნიშნა კარასინმა.

მისი თქმით, ასეთი სამუშაოები მიმდინარეობს და კონკრეტული შედეგებიც არსებობს. "ვაპირებთ ურთიერთქმედების ეს ხაზი გავაგრძელოთ. მომავალში მაღალი დონის შეხვედრის შესაძლებლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვავითარებთ ჩვენი მუშაობის კონკრეტულ ფორმებს", - განაცხადა გროგორი კარასინმა.