ფარულ მოსმენაზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს თებერვლის ბოლომდე მოამზადებს

ფარულ მოსმენაზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს თებერვლის ბოლომდე მოამზადებს

ფარულ მოსმენაზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს პირველი აპრილის ნაცვლად თებერვლის ბოლომდე მოამზადებს და დაამტკიცებს.

ვადის შეკვეცის წინადადებით პარლამენტში დავით უსუფაშვილი გამოვიდა და მისი ინიციატივა დეპუტატებმა გაიზიარეს.

65 მომხრე 31 წინააღმდეგი - დეპუტატებმა საბოლოოდ მხარი დაუჭირეს ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვით ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ნორმის დამტკიცების ვადის გადაწევა მოხდა.

პარლამენტმა აგვისტოში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი ისე მიიღო, რომ ღიად დარჩა საკითხი, ვის ხელში უნდა იყოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო ინფორმაციაზე წვდომის ტექნიკური შესაძლებლობა – ე.წ. გასაღები. ასევე ღიად დარჩა საკითხი სად, რა ვადით და რა მოცულობით უნდა ინახებოდეს კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. აგვისტოში მიღებული საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, პარლამენტს 2014 წლის 1-ელ ნოემბრამდე ჰქონდა პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის დამტკიცების ვადა, თუმცა ინიცირებული პროექტით ეს ვადა გადაიწია.