ახია ჩვენზე, რომ საერთდ იმ საკითხზე, რომელიც შეეხება პოლიციის საქმიანობას, მოსმენას და ფარულ მიყურადებას, ორი წლის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებს კიდევ რამეზე ვალაპარაკებთ, - ასე გამოეხმაურა დავით უსუფაშვილი პლენარულ სხდომაზე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვას.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი მახინჯი სისტემიდან ქვეყანა უფრო ადრე უნდა გამოეყვანათ.
"ყურადღებით ვუსმენ კანონპროექტის განხილვას და სრულად დავიბენი. ალბათ მოსახლეობა რომელიც გვისმენს ახლა, ფიქრობს, რა კანონს ვიხილავთ ჩვენ. ვინ ვის უნდა მოუსმინოს და რატომ უნდა მოუსმინოს. არაფერს ვამბობ იმ მობმულ თემებზე, რომლებზეც ოპოზიცია რა თქა უნდა აპელირებს. ეს საპარლამენტო ცხოვრების ნაწილია. მიჩნდება განცდა, რომ ეს საკითხები ადრე უნდა დაგვესრულებინა. ახლა ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, თუ როგორ უნდა წავიყვანოთ ქვეყანა ევროპისაკენ და არა იმაზე, როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა უფრო სწრაფად ამ პატივცემული ბატონებისა და ქალბატონების მიერ შექმნლი მახინჯი სისტემისგან. სამწუხაროდ, ჩვენ ტემპი არ გამოგვივიდა ისე, როგორც საჭირო იყო. ეს უნდა ვაღიაროთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე.