საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ  და კავკასიის უნივერსიტეტმა  თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ და კავკასიის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

2014 წლის 30 ოქტომბერს კავკასიის უნივერსტიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და  და საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის თავჯდომარემ, გიორგი დობორჯგინიძემ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს კავკასიის უნივერსიტეტში ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივ განხორციელებას.

პროგრამის პირველი ეტაპი მოიცავს ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში მოკლევადიანი სასერთიფიკატო კურსებისა და კომპანიებზე მორგებული სპეციალიზირებული ტრენინგების განხორციელებას შემდეგ თემებზე: შესყიდვების მენეჯმენტი, მარაგების მართვა, ტრანსპორტის მენეჯმენტი და დისტრიბუცია, წარმოების ლოგისტიკა.

კურსები დაიწყება 2015 წლის თებერვლიდან. შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაში ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მოდულების ინტეგრაცია.

პროგრამაში აქტიურად იქნებიან ჩართულნი როგორც საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის ასევე მისი პარტნიორი ორგანიზაციის აშშ-ს მიწოდების ჯაჭვის საბჭოს (Supply Chain Council) ტრენერები. 

საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია (GLA) 2011 წელს დაარსდა და  წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას ლოგისტიკური, სატრანსპორტო და მიწოდების ჯაჭვის მართვის სფეროში.  მისი წევრები არიან სატრანსპორტო/ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის სფეროებში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები.  2013 წლის ბოლოდან GLA აშშ-ს ორგანიზაცია- Supply Chain Council-ის (SCC) წარმომადგენელია საქართველოში, რომლის ძირითადი მიზანია