საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ვიაჩესლავ ჩირიკბა ევროკავშირის მოქალაქეა, მას აქვს ჰოლანდიური პასპორტი და შესაბამისად, გაერთიანებულ სამეფოში წასასვლელად ვიზა არ სჭირდება. ასე გამოეხმაურა მაია ფანჯიკიძე ჟურნალისტებთან საუბარში ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში Chatham House-ში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბას გამოსვლას.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ქართული მხარე Chatham House-ის მიერ ინფორმირებული იყო, რომ ჩირიკბა იქ იქნებოდა.
"ამ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია იმის თაობაზე, რაზე იყო იქ საუბარი. სხვათა შორის, მას ბევრი საინტერესო კითხვა დაუსვეს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ვიაჩისლავ ჩირიკბა Chatham House-ში სიტყვით 14 ოქტომბერს გამოვიდა.