მაია ფანჯიკიძე და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ამერიკულ სამხედრო ავიამზიდზე იმყოფებოდნენ

მაია ფანჯიკიძე და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ამერიკულ სამხედრო ავიამზიდზე იმყოფებოდნენ

ამერიკის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ავიამზიდი ავღენთის ოპერაციისა და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ოპერაციის გამო ხმელთაშუა ზღვაში ახლახან განთავსდა.

"გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩვენთან ერთად ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულ სამხედრო ავიამზიდზე "ჯორჯ ბუშზე" იმყოფებოდნენ. ეს იყო კარგი შესაძლებლობა საქართველოს ოფიციალური პირებისთვის რომ უშუალოდ, გაცნობოდნენ ამერიკულ სამხედრო შესაძლებლობებს. ნიშანდობლივია, რომ ავიამზიდი ავღენთის ოპერაციისა და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ოპერაციის გამო ხმელთაშუა ზღვაში ახლახან განთავსდა. საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობა მტკიცეა",- განაცხადა ნორლანდმა.