თამარ ჩუგოშვილი პრემიერის თანაშემწე აღარ არის

თამარ ჩუგოშვილი პრემიერის თანაშემწე აღარ არის

ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწის თანამდებობაზე სოფო ჯაფარიძემ თამარ ჩუგოშვილი შეცვალა.

ჯერჯერობით უცნობია მიზეზი, თუ რატომ დატოვა ჩუგიშვილმა თანამდებობა, თუმცა ერთ-ერთ მიზეზეად მისი უცხოეთში წასვლა სახელდება.

სოფო ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრმა ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

"სოფო ჯაფარიძე პროფესიით სამართალმცოდნეა, ის დღემდე ევროკავშირის პროექტის მენეჯერი იყო. მანამდე კი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. მას აქვს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება. მოგეხსენებათ, ჩვენს მთავრობას აქვს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის ეფექტურად განხორციელებაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი სოფო ამ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.