Huawei-მ ჰაკერული გზით სამხრეთ სუდანის მთავრობის ოფიციალური დოკუმენტები მოიპოვა და გააყალბა

Huawei-მ ჰაკერული გზით სამხრეთ სუდანის მთავრობის ოფიციალური დოკუმენტები მოიპოვა და გააყალბა

კომპანიამ სამხრეთ სუდანის ინფორმაციისა და მაუწყებლობის მინისტრის, მაიქლ ლუესის სახელით გაყალბებული დოკუმენტის გაგზავნა პეკინში არსებულ ექსპორტ-იმპორტის ბანკის პრეზიდენტთან ლი როუგუსთან სცადა.

თუმცა მინისტრმა კომპანიის Huawei-ს გამოააშკარავა. წერილის გაგზავნის მიზანი იყო ZTE Cooperation-ის მიერ ციფრული სატელევიზიო პროექტის (Digital TV project) დაფინანსების გადავადება იყო.

ეკონომიკური გაგებით, ინვესტიცია არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება რესურსების დაბანდება პროდუქციის წარმოებასა და მომსახურებაში, რაც მათ ნაყოფიერებას გაზრდის მომავალში.

2005 წლიდან, სხვადასხვა სექტორში (სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ტელეკომი და ა.შ.) ბიზნეს შესაძლებლობების მაძიებელი ბევრი რეგიონალური და საერთაშორისო კომპანია შევიდა სამხრეთ სუდანში. სამხრეთ სუდანში  100-ზე მეტი რეგისტრირებული ჩინური კომპანია არსებობს, მათ შორის, ერთ-ერთი კომპანიაა Huawei Technology.

ცოტა ხნის წინ სამხ. სუდანის მთავრობამ ზოგიერთ ჩინურ კომპანიას შესთავაზა გარკვეული კონტრაქტები Exim Bank-ის (ჩინეთის ერთ-ერთი ბანკი) მიერ მათი დაფინანსების შესახებ. ამ კომპანიათაგან ერთ-ერთი არის Huawei, რომელმაც  თავისი ერთ-ერთი მაღალი რანგის თანამშრომლის ბატონ სულივან ჩენის (Nan Chen) -ის მონაწილეობით ცოტა ხნის წინ ჩაიდინა დიდი დანაშაული. ეს უკანასკნელი გაიქცა ჩინეთში, მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ იგი იძებნებოდა სამხრეთ სუდანის ხელისუფლების მიერ. ახლახან, ინფორმაციისა და მაუწყებლობის სამინისტრომ მიაკვლია სერიოზულ საქმეს, საიდანაც ირკვევა , რომ Huawei-მ გააყალბა ოფიციალური სამთავრობო დოკუმენტები.

Huawei-მ  სცადა მინისტრის სახელით (ისე, რომ ინფორმაციისა და მაუწყებლობის მინისტრმა  მაიქლ მაქუეი ლუესმა-მა არაფერი იცოდა) გაყალბებული დოკუმენტის გაგზავნა ლი როუგუსთან, პეკინში არსებული ექსპორტ-იმპორტის ბანკის პრეზიდენტთან. წერილის გაგზავნის მიზანი იყო ZTE Cooperation-ის მიერ ციფრული სატელევიზიო პროექტის (Digital TV project) დაფინანსების გადავადება.

3 ოქტომბერს, სამინისტროს უწყებამ Huawei-ის თანამშრომლის სულივან ჩენისგან ელ.ფოსტით მიიღო შეტყობინება. ი-მეილი სამინისტროს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პოლ იაკობ კუმბომ მიიღო. წერილში მოთხოვნილი იყო , რომ იგი დაბეჭდილიყო ბლანკის სახით  მინისტრის სახელზე და ბეჭედი დაერტყათ იმისთვის, რომ გაიგზავნებოდა ჩინეთში.

საბედნიეროდ, ინფორმაციისა და მაუწყებლობის მინისტრმა, მაიქლ მაქუეი ლუესმა, ჰუავეის მიერ ჩადენილი ეს კრიმინალური აქტი გამოააშკაარავა და შეაჩერა. მინისტრი ჰუავეის ქმედებით ძალიან შეშფოთებული იყო. მთავრობა შოკირებულია აღმოჩენილი დანაშაულის (სამთავრობო დოკუმენტების გაყალბების) გამო, რაც Huawei-ის კომპანიისთვის შეუფერებელი საქციელია. ამგვარად, Huawei-ის სურდა დაბნეულობა შექმნა სამხრეთ სუდანისა და ჩინეთის მთავრეობებს შორის.

ხუთშაბათს, 9 ოქტომბერს, 2014, ინფორმაციისა და მაუწყებლობის მინისტრმა, დაიბარა კომპანიის მმართველი დირექტორი თუ რომელიმე სხვა მაღალი რანგის თანამშრომელი თავიანთი განზრახვის შესახებ ახსნა-განმარტებების ჩამოსართმევად, თუმცა, სამინისტროში დღემდე არავინ გამოცხადებულა.  Huawei-ის წარმომადგენლები ცალსახად უგულებელჰყოფენ და ძირს უთხრიან  სამხრეთ სუდანის ხელისუფლებას და მის ხელმძღვანელობას. სამხრეთ სუდანის ხელისუფლებისა და მისი ხალხის მიმართ კომპანიის მიერ გამოხატული მავნე ზრახვების გამო, მთავრობის რეკომენდაციით, უნდა განხორციელდეს შემდეგი:

• პირველი; Huawei -ის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს სერიოზული გამოძიება, რათა დადასტურდეს კომპანიის მიერ განხორციელებული ეს ბინძური  ქმედებები.

• მეორე; გამოძიების შემდეგ უნდა მოხდეს ჩინეთში დეპორტაცია ბატონი სულივენ ჩენისა, რომელმაც უკანონო წვდომით მოიპოვა ინფორმაციისა და მაუწყებლობის მინისტრის ელექტრონული ფოსტის მისამართი და გააყალბა წერილი.

• მესამე; ჩინეთის საელჩოს უნდა ეცნობოს სამხრეთ სუდანის ხელისუფლებისა და მისი ხალხის მიმართ Huawei-ის მიერ განხორციელებული კრიმინალური და მავნე ქმედებების შესახებ.

სამხრეთ სუდანის ხელისუფლება და მისი მოსახლეობა არ უნდა შეეგუონ Huawei -ის ამ არაკეთილსინდისიერ ქცევას და მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ჩვენს ახლადფეხადგმულ და წარმატებულ ქვეყანაში.