პარლამენტში დეპუტატთა ეთიკის კოდექსი მუშავდება

პარლამენტში დეპუტატთა ეთიკის კოდექსი მუშავდება

დეპუტატთა ეთიკის კოდექსი მუშავდება. შესაბამისი განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა გააკეთა, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ კოდექსის პროექტი მალე იქნება მზად.

განცხადება ეთიკის კოდექსის შემუშავების თაობაზე, კახიანმა ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი კანდელაკის პასუხად გააკეთა. კერძოდ, როგორც კანდელაკმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ხშირად უმრავლესობის მხრიდან აქვს ადგილი შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს უმცირესობის წევრების, მათ შორის ქალების მიმართ, რასაც შესაბამისი რეაგირება არასდროს მოჰყოლია. მისივე თქმით, შექმნილია საპარლამენტო ეთიკის ჯგუფი, რომელსაც დღემდე არაფერი გაუკეთებია.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ცნობით კი, ჯგუფი ეთიკის კოდექსზე მუშაობს.

"ეთიკის კოდექსის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. ის, თუ რამდენად საჭიროა ასეთი კოდექსის არსებობა, სამსჯელოა. ვფიქრობ, ასეთი კოდექსის არსებობა საჭიროა, თუკი გავიხსენებთ შემთხვევებს, რასაც პერიოდულად პარლამენტში აქვს ადგილი. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და იმედი მაქვს, მალე იქნება მზად", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კახიანმა პარლამენტს კომიტეტის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.