პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ სოფო ჯაფარიძე დაინიშნა

პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ სოფო ჯაფარიძე დაინიშნა

ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ სასჯელღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე სოფო ჯაფარიძე დაინიშნა.

ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრმა ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

"სოფო ჯაფარიძე პროფესიით სამართალმცოდნეა, ის დღემდე ევროკავშირის პროექტის მენეჯერი იყო. მანამდე კი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. მას აქვს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება. მოგეხსენებათ, ჩვენს მთავრობას აქვს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის ეფექტურად განხორციელებაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი სოფო ამ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.