ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, რომ საქართველო წინსვლის გზაზე დგას

ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, რომ საქართველო წინსვლის გზაზე დგას

ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, რომ რეფორმები მიმდინარეობს და საქართველო წინსვლის გზაზე დგას. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველმა მოადგილემ, კურტ ტონგმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ეკონომიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ თემებს.

"მრავალი თემა იყო განხილული. მათ შორის, ვაჭრობისა და ინვესტიციის საკითხები. კერძო სექტორში ურთიერთობების გაღრმავება ამერიკულ და ქართულ მხარეებს შორის. ამერიკულმა მხარემ შეიტყო იმ მნიშვნელოვანი წინსვლის შესახებ, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში უკანასკნელი თვეებისა და წლების განმავლობაში, რაც გამოიხატება შიდა ეკონომიკის რეფორმირებაში. საქართველოს წარმატებები, როგორც ქვეყნისა, ძალზე მნიშვნელოვანია და მიმართულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მდგომარეობა ეკონომიკის საკითხებში. შეერთებული შტატების დელეგაცია მოხარულია, რომ რეფორმები მიმდინარეობს და ქვეყანა წინსვლის გზაზე დგას. ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ ძალისხმევას, მათ შორის, ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობითაც", - განაცხადა კურტ ტონგმა, რომელიც აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილე ჯონათან კაცი ერთად, ამერიკული მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარე იყო.

ქართული მხრიდან სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე.