ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი იმედოვნებს, რომ რუსეთთან დადებული შეთანხმება უფრო გაფართოებული იქნება, ვიდრე აფხაზეთის ხელშეკრულება.
"შეთანხმებაში, რომელიც ახლა მომზადების პროცესშია, რუსეთს უფრო ფართო ინტეგრაციას ვთავაზობთ. შეთანხმების ის ვარიანტი, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოსაწერად მზადდება, არ ასახავს სამხრეთ ოსეთის ხალხთა ყველა სურვილს და მათ მისწრაფებებს რუსეთის ფედერაციაში", - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.
როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარემ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა, დოკუმენტი მიმდინარე წლის ბოლოს იქნება მზად.