სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მონიტორინგის განხორციელება დაიწყო.

სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მონიტორინგის განხორციელება დაიწყო.

მონიტორინგის მიზანის წარმოადგენს განისაზღვროს  კოოპერატივების საქმიანობა  რამდენად შეესაბამება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონს“და  საინფორმაციო ბაზის შექმნა მათ მიერ წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით, რაც შემდგომში სააგენტოს დაეხმარება სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები და ეფექტურად დაგეგმოს პროგრამები.   მონიტორინგი ასევე მოიცავს კოოპერატივის წევრებისთვის კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა მონიტორინგიუკვე განახორციელა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში (სულ 27 კოოპერატივი).

28 ოქტომბრის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 281 სუბიექტს მიენიჭა. მათ შორის :კახეთი-25; ქვემო ქართლი-46; მცხეთა მთიანეთი-11;შიდა ქართლი-32;სამეგრელო -ზემო სვანეთი-23; გურია-31; აჭარა-30; სამცხე-ჯავახეთი-29; იმერეთი-31; რაჭა-ლეჩხუმი-11; თბილის-12.  შედეგად მეპაიეთა (წევრთა)  რაოდენობამ 2105  შეადგინა, კოოპერატივებში მობილიზებული კაპიტალის მოცულობა კი  5 მილიონ 300 ათასი ლარით განისაზღვრა.