CNN საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს ჩაწერს

CNN საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს ჩაწერს

სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის შესავალი ნაწილის მოდერატორი საერთაშორისო სატელევიზიო არხის, CNN -ის ბიზნეს-პროფილის გადაცემის წამყვანი, ჯონ დეფტერიოსი იყო.

ვიზიტის ფარგლებში, ჯონ დეფტერიოსი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერვიუს ჩაწერს.

"რედისონში" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და აზიის განვითარების ბანკის ინიციატივით, ორდღიანი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი "საქართველო-რეგიონული ცენტრი და აზიის დამაკავშირებელი ევროპასთან" მიმდინარეობს.

ფორუმი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირაშვილმა და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვენჩაი ჟანგმა.