სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის რაიონის სოფელ წნისში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის რაიონის სოფელ წნისში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ახალციხის რაიონის სოფელ წნისში გახსნილი ახალი სამაცივრე მეურნეობა გახსნა. საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიანა მორგოშიამ, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ერთეულის სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  დაათვალიერეს.

შპს „ჯორჯიან ბიზნესს ზონამ“  სამაცივრე მეურნეობა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის პორექტის და USAID/REAP-ს დახმარებით ააშენა. პროექტის ფარგლებში კომპანიამ  244,071 აშშ დოლარის იაფი სესხი, ხოლო USAID/REAP - ისგან 98,277 აშშ დოლარის დახმარება მიიღო.

სამაცივრე მეურნეობისთვის აშენდა ახალი შენობა, რომელიც აღიჭურვა თანამედროვე სამაცივრე დანადგარებით. სამაცივრე მეურნეობაში შესაძლებელია 120 ტონამდე მოსავლის შენახვა. კომპანიამ პროექტის ფარგლებში შეიძინა სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი და  მისაბმელი აგრეგატი.

 შპს „ჯორჯიან ბიზნესს ზონ“-ა 2008 წელს დარსდა და საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს.         კომპანიამ საწარმოში 45 ადამიანი დაასაქმა, მათი სერვისით ადგილობრივი 350 ფერმერი სარგებლობს.    შპს „ ჯორჯიან ბიზნესს ზონ“-ამ ფერმერთა ტრეინინგ ცენტრიც გახსნა, სადაც სისტემატურად ხდება დაინტერესებული პირების გადამზადება. კომპანია   საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს და მინიჭებული აქვს აისო და ჰასპის სერთიფიკატები.

სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო  „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ 2013 წლის მარტის ბოლოდან ახორციელებს.  27 ოქტომბრის მონაცემებით  გაცემულია  587,845,294 ლარი 22,683 სესხზე. პროექტის ფარგლებში გაიხსნა 89 ახალი საწარმო, გადაიარაღდა და გაფართოვდა 580 საწარმო.