გიორგი მარგველაშვილი - ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებულ პროექტზე შსს-ს მოსაზრების წარმოდგენა 3 ოქტომბერს ვთხოვე, თუმცა შეხვედრა ამ დრომდე არ შემდგარა

გიორგი მარგველაშვილი - ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებულ პროექტზე შსს-ს მოსაზრების წარმოდგენა 3 ოქტომბერს ვთხოვე, თუმცა შეხვედრა ამ დრომდე არ შემდგარა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე შსს-ს საკუთარი მოსაზრების წარმოდგენა 3 ოქტომბერს სთხოვა, თუმცა შეხვედრა ამ დრომდე არ შემდგარა, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"გამომდინარე იქიდან, რომ მაინტერესებდა ყველა მხარის პოზიცია, 3 ოქტომბერს თუ არ ვცდები, მე ვთხოვე შინაგან საქმეთა სამინისტროს, წარმოედგინათ თავის პოზიცია ჩემთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან კანონპროექტთან დაკავშირებით. ყველა კანონზე არ ვთხოვ ხოლმე შეხვედრას არც დეპუტატებს და არც წარმომდგენ ორგანოებს. მათ მთხოვეს დროს იმისთვის, რომ ჩამოყალიბებულიყვნენ, თუმცა დღემდე ეს შეხვედრა არ შემდგარა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ეს კანონი უკავშირდება დემოკრატიას და ქვეყნის სტაბილურობას. "შესაბამისად, ვადევნებდი რა ამდენხანს თვალს ამ კანონპროექტის განვითარებას, ბუნებრივია, ვადევნებდი თვალს იქიდან გამომდინარე, რასაც წარმოადგენს ჩემი საპრეზიდენტო ვალდებულება და პრეროგატივა, შესაბამისად, კანონზე შესაძლო ვეტო – ეს არის ის, რაც ჩემს ვალდებულებას წარმოადგენს – ასეთი თემა, ბუნებრივია, განიხილებოდა, თუმცა არ მინდა წინმსწრებად კანონპროექტზე გამოვთქვა ჩემი მოსაზრება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.