ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესზე სკანდალური ვიდეოჩანაწერი აჩვენეს

ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესზე სკანდალური ვიდეოჩანაწერი აჩვენეს

ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესზე, როგორც გაზეთი „კვირის ქრონიკა“ წერს, სკანდალური ვიდეოჩანაწერი აჩვენეს. 

 „ვიდეო-აუდიო მასალა, რომლის ნაწილი მოიპოვა კვიციანის ადვოკატმა რეზო კახნიაურმა, რომელმაც საადვოკატო მომსახურებასთან ერთად საგამოძიებო სამუშაოები მაღალპროფესიულად ჩაატარა. ვიდეოჩვენებისას ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოდორში იყო სამხედრო ტექნიკა, ვერტმფრენები, დანაყოფები და ამას უარყოფდნენ, ეკრანზე ყველამ კარგად ამოიცნო მეორე ბრიგადის ჯარისკაცები და კოჯრის ბატალიონი, რომელსაც აქტიურად ხელმძღვანელობს ოქრუაშვილი, ახსნა-განმარტებას აკეთებს და ხელმძღვანელობს ამ სპეცოპერაციას. ყველაზე მთავარი ისაა, რომ რასაც კვიციანი პროცესზე ამბობს, ის იმასვე ამბობს სიტყვასიტყვით 2006 წლის 25 ივლისს, რომ კოდორში სამხედრო ფორმირებები თუკი შევა, ხეობა აუცილებლად დაიკარგება, რადგან ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებს, უნდა გაუქმდეს და მაშინ კოდორი დაიკარგებოდა. ამით თითქოს მან იწინასწარმეტყველა და მართლაც, ორ წელიწადში შევიდნენ იქ რუსები და აფხაზები და კოდორი დაიკარგა. ამ სიტყვების შემდეგ ის კოდორიდან 18 დღის შემდეგ გააძევეს. ჩვენ სხდომაზე ყველამ ერთად მოვისმინეთ კვიციანის ნათქვამი, როცა ის თავის დას, ნორა  კვიციანს მიმართავს, რომელიც უკვე
დაპატიმრებული იყო - „შენი „იარაღი“(!) დევს ახლა ჩემთან, რომლითაც თურმე შენ იბრძოდი (ქართველი ჟანა დარკი!) და იცავდი მხარეს, რომლის გამოც რატომღაც იარაღის „უკანონო“ ტარებისთვის დამიჭირეს, კვიციანი თავის სიტყვაში ბოდიშს უხდის თანამებრძოლებს და მთელი კოდორის მოსახლეობას. პროცესზე დამსწრე ადამიანები ცრემლებს ვერ იკავებენ. მართლო სხდომა. ვიდეოკასეტაზე კარგად ჩანს ახალგაზრდა ნორა კვიციანი როგორ მოუწოდებს ხელისუფლებას, - თუ ჩემი ძმა და შვილია პრობლემა, დაიჭირეთ ისინი, ხეობას რაღას ერჩი. ყველაზე მთავარი კადრი, სადაც ნანა ლეჟავა 9-საათიან „კურიერში“ ამბობს: ‘მონადირესთან“ ერთად იყო ემზარ კვიციანი ჩასაფრებული“. არადა ჟურნალისტმა 2 ოქტომბერს კვიციანის პროცესზე ჩვენების მიცემისას განაცხადა: „მე არ მითქვამს, კვიციანი ჩასაფრებულია-მეთქი, ეს საიდან უნდა მცოდნოდა? არავითარი ჩასაფრება არ მიხსენებია...“
 
იქნებ უკან დაატრიალოს კოლეგამ „რუსთავი 2“-ის კადრები და ოდნავ მაინც გაწითლდეს იმაზე, რომ ჩვენების მიცემისას ან სიუჟეტის მომზადებისას უსინდისოდ იცრუა. ვიდეოკასეტებზე რუსებისა და ჩეჩენი ბოევიკების ხმებიც კარგად გაისმოდა, რომლის კომენტარსაც მსჯავრდადებული კვიციანი სასამართლოზე აკეთებდა, რომ ეს ხალხი პირსისხლიანი სააკაშვილის ხელისუფლებას ჰყავდა დამხმარე ძალად ჩაყვანილი ქართველების წინააღმდეგ.  ამას წინათ პრემიერმა ღარიბაშვილმა საჯაროდ განაცხადა და პირადად უსაყვედურა „ნაცებს“, რომ მათ კოდორის ხეობა გაყიდეს და გაასხვისეს, დამნაშავე რეჟიმმა კოდორის ხეობის შემნარჩუნებელ კვიციანს კი 11 ბრალი წაუყენა, მაგრამ მის საბოლოო გასამართლებას ვერ მოესწრო და სამწუხარო ისაა, რომ ეს ახალი ხელისუფლების პირობებში ხდება. ადამიანებს ის აწუხებს, რატომ აკეთებს ამას ახლანდელი ხელისუფლება, რომლის ვალია, გაერკვეს ე.წ. „კვიციანის საქმეში“. 11 მუხლიდან მის მიმართ წარდგენილი 9 ბრალდება უკვე მოხსნეს, დანარჩენი ორი ბრალდებაც კარგად უნდა „გაიასნდეს“ (ჟარგონმა დამძლია!). ცრუმოწმეებად მოჰყავთ ცნობილი „ნაცაქტივისტები“, მაგრამ მაინც ვერ „აპრავებენ“, -წერს გამოცემა.