აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კოდორის ხეობის განვითარების პროგრამის შემუშავებას გეგმავს

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კოდორის ხეობის განვითარების პროგრამის შემუშავებას გეგმავს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უახლოეს პერიოდში კოდორის ხეობის განვითარების პროგრამას შეიმუშავებს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ბესლან ბუთბა კოდორის ხეობაში იმყოფებოდა, რის შემდეგად დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა.

"მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურის ცუდ მდგომარეობაზე. მან მწუხარებით აღნიშნა, რომ ბოლო წლებში კოდორის ხეობას საკმარისი ყურადღება არ ექცეოდა. მთავრობა უახლოეს მომავალში გეგმავს შეიმუშაოს კოდორის განვითარების პროგრამა, როგორც აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი", - განაცხადა ბუთბამ.