სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი გახდა

სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი გახდა

რექტორის არჩევნებს აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეების ნაწილისა და სტუდენტების უკმაყოფილება მოყვა. პროცესი დაგეგმილზე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდა.

სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ნაწილი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ. მათი თქმით, არჩევნების დაგეგმილ დროზე ადრე ჩატარების მიზანი მასშტაბური პროტესტისთვის თავის არიდება იყო.

გია გუგუშვილის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს 10 წევრიდან 8-მ დაუჭირა მხარი. სამხატვრო აკადემიის რექტორის პოსტზე გუგუშვილის კონკურენტი ნანა იაშვილი იყო.