ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა ლუგანსკის ოლქში, გასული დღე-ღამის განმავლობაში მომხდარი შეტაკებების შედეგად.
ლუგანსკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გენადი მოსკალის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში "ბოევიკები" პერიოდულად ხსნიდნენ ცეცხლს უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციების მიმართულებით.
უკრაინული მედიის ცნობით, წუხანდელმა ღამემ ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში შედარებით მშვიდად ჩაიარა, თუმცა "ბოევიკებმა" სულ მცირე 30-ჯერ დაარღვიეს "სიჩუმის რეჟიმი".