მხატვარი დევიდ დათუნა პატრიარქის პორტრეტზე მუშაობს

მხატვარი დევიდ დათუნა პატრიარქის პორტრეტზე მუშაობს

ცნობილი ამერიკელი მხატვარი დევიდ დათუნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პორტრეტზე მუშაობს. მხატვრის განმარტებით, მისი წამოწყება თავად უწმინდესმა აკურთხა.

პატრიარქის პორტრეტი დევიდ დათუნას პროექტის "ჭეშმარიტების" (The Truth) ფარგლებში შეიქმნება, რომელიც იმ ადამიანთა პორტრეტების შექმნას გულისხმობს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ხალხს მიუძღვნეს.

"მათ შორის არიან დალაი ლამა, იოანე პავლე II, დედა ტერეზა და სხვები. დარწმუნებული ვარ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პორტრეტი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წამოწყება იქნება, რამდენადაც იგი პირადად აკურთხა ილია II-მ", - აცხადებს მხატვარი.

მისი ინფორმაციით, უწმინდესის პორტრეტი თავდაპირველად ვაშინგტონის მუზეუმში გამოიფინება, შემდეგ კი მას თბილისში წარმოადგენს.

დევიდ დათუნა ცნობილი ამერიკელი მხატვარი და ხელოვნების ნაწარმოებების კოლექციონერია. ის თანამედროვე არტ-სცენის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ავტორად ითვლება.