ებოლას ვაქცინის გამოცდას ადამიანებზე იწყებენ

ებოლას ვაქცინის გამოცდას ადამიანებზე იწყებენ

კანადამ შექმნა ებოლას ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინა, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა პრიმატებზე გამოცდისას. ამჯერად ვაქცინა გამოცდილ იქნება რამდენიმე ადამიანზე, რათა ნახონ, რამდენად კარგად მოქმედებს, როგორი გვერდითი მოვლენები აქვს და ა.შ.

როგორც კანადის ჯანმრთელობის მინისტრმა რონა ამბროსიმ განაცხადა: „დიდ იმედს ვამყარებთ ვაქცინაზე, რადგან მან 100 %-იანი შედეგი აჩვენა ცხოველებზე".

ცდებმა აჩვენა, რომ ვაქცინა მოქმედებს ორ შემთხვევაში. პირველი - თუკი ადამიანი დასვებოვნებამდე მიიღებს, ანუ ახდენს დაავადების პრევენციას და მეორე, როდესაც ვაქცინა გაკეთდება მალევე ვირუსის შეყრისას, მას შეუძლია განკურნოს დაავადებული.

ცდების საბოლოო შედეგები დეკემბერში იქნება.