კატალონიის ხელისუფლებამ ნოემბერში გასამართი რეფერენდუმი გააუქმა

კატალონიის ხელისუფლებამ ნოემბერში გასამართი რეფერენდუმი გააუქმა

კატალონიის რეგიონულმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის შესახებ ნოემბერში გასამართი რეფერენდუმი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. 

კატალონიის ხელისუფლება რეფერენდუმის გამართვას 9 ნოემბერს გეგმავდა, მიუხედავად ესპანეთის ხელისუფლების განცხადებისა, რომ ეს არაკონსტიტუციური იყო. 

კატალონიის პრეზიდენტის არტურო მასის პრესსპიკერის განცხადებით, კონკრეტულ დეტალებზე განაცხადებას პრეზიდენტი დღეს გააკეთებს. 

"ბიბისის" ცნობით, ესპანეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის შედეგად, კატალონიელებს შორის დამოუკიდებლობის მხარდამჭერები გაიზარდნენ. 

19 სექტემბერს რეგიონულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა კატალონიის პრეზიდენტისთვის რეფერენდუმის ჩატარების უფლებამოსილების მინიჭებას. 

ესპანეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. საკონსტიტუციო სასამართლო საკითხის განხილვას დათანხმდა, თუმცა შესაძლოა ამას წლები დასჭირდეს.