სვეტიცხოვლის ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

სვეტიცხოვლის ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პატრიარქი აღავლენს. ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებით უფლის კვართის ადგილი და მთლიანად ტაძარი ყვავილებით არის შემკული. ტაძარში მლოცველებისათვის სპეციალური ადგილებია შემოსაზღვრული, სადაც ისინი დგანან. ამასთან, ტაძარში პირებს სპეციალური საშვებით უშვებენ. 

ტაძარში დაახლოებით 12:00 საათისათვის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან. სვეტიცხოვლის მონასტრის ტერიტორიაზე და მთლიანად მცხეთაში დაცვის განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ქუჩებში საპატრულო პოლიციის ჯგუფები დგას და წესრიგს იცავენ. მცხეთაში თბილისიდან შესასვლელი გზა გადაკეტილია და ავტომობილებს სპეციალური საშვებით უშვებენ. 

სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით ქალაქში საზეიმო განწყობაა. ცენტრალურ ქუჩებში დახლები და სცენები იდგმება, გამოიფინება ხალხური რეწვის ნიმუშები, შემოდგომის ხილი და ტკბილეული. დღესვე მცხეთაში დღის ბოლომდე არაერთი სპორტული და გასართობი ღონისძიებები მოწყობა. დღის ბოლოს კი გაიმართება გალა კონცერტი.