ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პირველი ფაზის დასრულება 30 ნოემბერისთვის არის ნავარაუდევი

ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პირველი ფაზის დასრულება 30 ნოემბერისთვის არის ნავარაუდევი

ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პირველი ფაზის დასრულება 30 ნოემბერისთვის არის ნავარაუდევი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა გუშინ, ევროკავშირში ინტეგრაციის 50-ე კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, სხდომაზე განიხილეს ასოცირების დღის წესრიგის საფუძველზე მთავრობის მიერ პრემიერის დავალებით შემუშავებული სამოქმედო გეგმა და მისი მიმდინარეობა. 
"გაიცა კონკრეტული დავალებები კოორდინაციის და კომუნიკაციის დახვეწის მიმართულებით, მოისმინეს ინფორმაცია ცალკეული უწყებების მიერ და, შესაბამისად, მიღებულია დამატებითი გადაწყვეტილებები ამ საკითხის დახვეწის თაობაზე", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. 

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ვიზის ლიბერალიზაციის პირველი ფაზის დასრულების თაობაზე მსჯელობა. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, დაახლოებითი 30 ნოემბრისთვის ნავარაუდევი და დაგეგმილია, რომ პირველი ფაზის დასრულება ოფიციალურად მოხდება.