დამრჩა შთაბეჭდილება რომ ეს ”ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა-პრემიერის სკანდალური განცხადება გატაცების საქმეზე

დამრჩა შთაბეჭდილება რომ ეს ”ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა-პრემიერის სკანდალური განცხადება გატაცების საქმეზე

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი სოსო გიორხელიძის გატაცებასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას და სკანდალურ პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს. მისი თქმით ადამინები, რომლებიც ამ საქმეზე არიან დაკავებულები 2 წლის წინ მან შს მინისტრობისას გაათავისუფლა. პრემიერის განცხადებით მას სურს კიდევ ერთხელ შეახსენოს მოსახლეობას ვის ხელში იყო საქართველო- ”ასეთი მკვლელების, კრიმინალების და გამტაცებლების ხელში იყო მთელი შსს.

” გასარკვევია, ვინ დგას ამის უკან და სამინისტრო და მინისტრი ამის გარკვევაზე მუშაობენ. ეს შემთხვევითი არ არის. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა გამოძიება სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ალექსანდრე ჭიკაიძე საუბრობდა სულ რაღაც ერთი თვის წინ, რომ ეს არის ორგანიზებული ჯგუფი". განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ- მინისტრი მადლობას უხდის შსს-ს ჩატარებული ოპერაციისთვის და კიდევ ერთხელ აფრთხილებს იმ ადამინებს, ვინც მისივე თქმით, მათ უკან დგას და მათ ბინძურ თავში იხარშება სისასტიკე:

”ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ხურჩის ტერაქტი, ისინი, ვინც აუპატიურებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს პოლიციაში, ციხეებში, იტაცებდნენ და კლავდნენ ადამიანებს. მინდა, მათ საბოლოო გაფრთხილება მივცე - გონს მოეგონ, თუ ისინი სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ რამეს დაგეგმავენ, უმკაცრესად დაისჯებიან. ძალიან მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც მსგავს პროვოკაციას და სიბინძურეს გააკეთებს" განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.