თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მე-19 კმ ჩაიკეტება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მე-19 კმ ჩაიკეტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულის მიზანი სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მიმავალი ავტომანქანების შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფაა. 

დღესასწაულზე ქალაქ მცხეთაში წასვლის მსურველებს მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება. ავტობუსები მცხეთის მიმართულებით დიდუბის ავტოსადგურიდან იმოძრავებენ. 
 
14 ოქტომბერს ქალაქ მცხეთაში სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.