თბილისი-მცხეთა-თბილისის მიმართულებით დღეს სპეციალური რეისები შესრულდება

თბილისი-მცხეთა-თბილისის მიმართულებით დღეს სპეციალური რეისები შესრულდება

აღნიშნული გადაწყვეტილება სვეტიცხოვლობის დღესასწაულს უკავშირდება. სპეციალურ რეისებზე მგზავრებისთვის გადაადგილება უსასყიდლოდ განხორციელდება. 

"სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს თბილისი-მცხეთა-თბილისის მიმართულებით  სპეციალური რეისები შესრულდება, რათა მოსახლეობას ქ. მცხეთაში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებზე დასწრების საშუალება დაბრკოლებების გარეშე მიეცეს.
 
თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან მატარებლები გავა  09.05 სთ-ზე, 11.00 სთ-ზე, 13.00 სთ-ზე, 16.00 სთ-ზე, 17.30 სთ-ზე და 20.00 სთ-ზე, ხოლო მცხეთიდან თბილისის მიმართულებით მატარებლები დაბრუნდება შემდეგი განრიგის შესაბამისად: 09.50 სთ-ზე, 11.45 სთ-ზე, 13.45 სთ-ზე, 16.45 სთ-ზე, 18.15 სთ-ზე და 21.00 სთ-ზე", - აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.