საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა თორმეტთა მოციქულთა კრებას“ - სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება.
14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.
წმინდა სახარების თანახმად, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია, რომელთაგან იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია.
შესაბამისად, ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.