შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება იოსებ გიორხელიძის გატაცებას. 19 წლის ახალგაზრდა გამოსასყიდის მოთხოვნით 4 დღის განმავლობაში ჰყავდათ გატაცებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავებულია ერთ-ერთი გამტაცებელიც.