"ის, რომ რეზოლუცია არა ევროსაბჭოს, არამედ „ნაციონალური მოძრაობისაა“, ამაზე სილევიჩმაც ისაუბრა"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ევროსაბჭოში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი, ინტერვიუში EPP-სთან დაკავშირებით საინტერესო აქცენტებს აკეთებს.

მისივე თქმით, ის, რომ რეზოლუცია არა ევროსაბჭოს, არამედ „ნაციონალური მოძრაობისაა“, ამაზე მანამდე ბორის სილევიჩმაც ისაუბრა.

„მანამდე ასეთივე ინტერვიუ მისცა სილევიჩმა, რომელიც ზუსტად იგივეს იმეორებდა, რომ ეს არა ევროსაბჭოს, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ რეზოლუცია იყო. იენსენის ინტერვიუში საინტერესო აქცენტებია გაკეთებული ევროპის სახალხო პარტიასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, დასაფიქრებელია, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის, როდესაც გადაჭარბებული ემოციები მოგვეძალება ხოლმე ყველას ერთად, რაიმე კონკრეტულ ამბავთან დაკავშირებით“, - განაცხადა ხიდაშელმა.