სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თავის პირველ მოადგილედ იურისტი კახა კახიშვილი ოფიციალურად წარადგინა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, კახა კახიშვილს აქვს გამოცდილება და მკაფიო ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს სასჯელაღსრულების თანამედროვე სისტემა.
„დღეს საზოგადოებას გავაცანით სამინისტროს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური რეფორმის პროექტი, რომლის განხორციელების პროცესში მინისტრის პირველი მოადგილე ჩაერთვება. კახა კახიშვილი ჩვენს გუნდთან ერთად წარმატებით გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს პენიტენციური სისტემის წინაშე დგას. მოხარული ვარ, რომ კახა ჩვენს გვერდითაა გადამწყვეტ მომენტში“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.