უკრაინის უმაღლე რადაში ქვეყნის დსთ-დან გამოსვლის შესახებ კანონპროექტი შევიდა. კანონპროექტის ავტორები არიან პარტია "სვობოდას" ორი დეპუტატი ალექსეი კაიდა და ალექსანდრ მირნი.
უკრაინის დსთ-დან გამოსვლის საკითხი ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა. 10 ოქტომბერს, მინსკში გამართულ დსთ-ს სამიტზე უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მონაწილეობა არ მიიღო. უკრაინა სამიტზე ბელორუსის ელჩმა, მიხაელ ეჟელმა წარადგინა.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) ცხრა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისგან - აზერბაიჯანი, ბელორუსი, თურქმენეთი, მოლდოვა, სომხეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთისგან შედგება. 2005 წლიდან თურქემენთმა სრულუფლებიან წევრობაზე უარი განაცხადა და ამჟამად ასოცირებული წევრია.
1991 წელს საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკის ლიდერებმა, რომლებიც გაერო-ს დამფუძნებელი წევრები იყვნენ, ანუ რუსეთის, ბელორუსისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დსთ-ს შექმნის ხელშეკრულებას.
დოკუმენტი ითვალისწინებს ნებისმიერი მხარის მიერ დსთ-დან გამოსვლას, თუმცა ამის შესახებ ქვეყანამ განაცხადი ერთი წლით ადრე უნდა გააკეთოს.
საქართველომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ოფიციალურად 2009 წლის 18 აგვისტოს დატოვა.