საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზურა აბაშიძე ევროსაბჭოს თანამომხსენებლის მაიკლ იენსენის ინტერვიუს აფასებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აზრით, მაიკლ იენსენის განცხადებები სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ კიდევ ერთხელ მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლუსტრირება, როგორც პოლიტიკური ძალის, რომელიც ცდილობს, იმოქმედოს პარტიზანულად.
„რეზოლუციაში საკმაოდ ტენდენციური ელემენტები არსებობდა, რომელსაც სამწუხაროდ, ნაკლები დრო დაეთმო. ის ნაწილი, რომლის წარმოჩენასაც „ნაცონალური მოძრაობა“ ცდილობდა, განხორციელდა კიდეც. ჯობდა, ეს არ ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროპის სახალხო პარტია არის საკმაოდ სოლიდარული „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ეს არის მათი მეგობარი პარტია ევროპაში და მათი ინტერესები ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. ჩვენ არა ერთხელ ვთქვით, რომ კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი, დანარჩენს, ყველაფერს სასამართლო გადაწყვეტს. ბუნებრივია, ასეთი რეკომენდაციები მართლმსაჯულებას აღემატება და რახან ასეთი მოსაზრებები აქვს სასამართლოს, ჩვენ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ?! რა თქმა უნდა, არა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ის, რომ განვამტკიცოთ ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებლობა და მისი ნდობა",-განაცხადა აბაშიძემ.