საქართველოს პატრიარქი კვიპროსს მოილოცავს

საქართველოს პატრიარქი კვიპროსს მოილოცავს

17-22 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე კვიპროსს მოილოცავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაისის მიტროპოლიტმა გერასიმემ განუცხადა, კვიპროსში ილია მეორე კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსის, მისი უნეტარესობა ქრიზოსტომოს II-ის მიწვევით ჩაბრძანდება.

"როდესაც მისი უნეტარესობა, ქრიზოსტომოსი ბრძანდებოდა საქართველოში მან მიიწვია პატრიარქი კვიპროსზე საპასუხო ვიზიტით", - დასძინა მიტროპოლიტმა.

მისივე თქმით, კვიპროსში გაიმართება ერთობლივი წირვა, უწმინდესი მოილოცავს კვიპროსზე არსებულ უძველეს ქართულ მონასტერს ღალიას, რომელიც ღვთის შეწევნით აღდგა.

"მონასტერში აღსრულებული ქტიტორებისა და სასულიერო პირების საცხოვნებლად პანაშვიდი ჩატარდება. უწმინდესი ასევე ესტუმრება კიკოსის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერს, სადაც ასევე პარაკლისს გადაიხდის", - აღნიშნა მეუფე გერასიმემ.