სახელგანთქმულმა ლატვიელმა კომპოზიტორმა რაიმონდ პაულსმა გამოცემა “როსიისკაია გაზეტასთვის” მიცემულ ინტერვიუში ლატვიაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
“იურმალაში კობზონის, გაზმანოვისა და ვალერიას არშეშვება სისულელე იყო... ამჟამად სიტუაცია ძალიან რთულია, უსიამოვნო. კონფლიქტები, სისხლი, სროლები _ ეს ყველაფერი საშინელებაა. თანაც ამაში კულტურის წარმომადგენლებსაც ითრევენ. რიგაში ალაპარაკდნენ: “მოსკოვში არ უნდა წახვიდე”. რატომ არ უნდა წავიდეთ? ჩვენ ისედაც აღარ გვაქვს ბაზარი. საბჭოთა კავშირის პერიოდში იყვნენ არტისტები, რომლებსაც შეეძლოთ ქვეყნიდან გასვლა, მაგრამ ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც ეს არ შეეძლოთ. კვლავ იქით ვბრუნდებით? პოლიტიზაცია უნდა დასრულდეს. კვლავ ერთმანეთს უნდა ვესროლოთ? დილაობით “ევრონიუსს” ვუყურებ და სულ მკვლელობებს აჩვენებენ, თითქოს მსოფლიოში კარგი არაფერი ხდება...
ლატვიიდან ბევრი ახალგაზრდა მიემგზავრება უცხოეთში. ჩვენ უკვემოსახლეობის მესამედი დავკარგეთ. ხელფასები ძალიან დაბალია, პენსიები _საერთოდ, კაპიკები. გვერდით კი გიგანტები არიან _ გერმანია, შვედეთითავიანთი სოციალური უზრუნველყოფით. ქალაქი დაცარიელდა, თუკი ვინმეყვირის და იცინის, ესე იგი, ტურისტია...
ევროკავშირი ფულს უხდიდა ადამიანებს, ნავები რომ დაეწვათ (აქ უნებლიეთ გაგახსენდებათ, როგორ ჩეხავდნენ და წვავდნენ ზვრებს საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში. _ რედ.). ასე შეამცირეს თევზის რეწვა. სსრკ-ის პერიოდშილატვიაში ყველაზე დიდი თევზსაჭერი მეურნეობები იყო, ატლანტიკისოკეანეშიც კი მიდიოდნენ თევზის დასაჭერად. ადრე ყველა სახლში იყო ნავი დაშებოლილი თევზი, მაგრამ დაგვარწმუნეს, რომ შებოლილი ცუდია და არ უნდაჭამო”, _ განაცხადა რაიმონდ პაულსმა.