კანონპროექტი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით მომზადდა.
იგი ქართულ კანონმდებლობაში მომხმარებელთა უფლებების მაღალ დონეზე დაცვას ითვალისწინებს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, კარგია, რომ კარგი კანონპროექტის ჩონჩხი მომზადდა და ახლა უკვე მთავარია მისი იმპლიმენტაცია.
„იმედი მაქვს, რომ დღეს მონიტორინგის მექანიზმზე შევთანხმდებით. არ ვიცი ეს იქნება ეკონომიკის სამინისტროსთან თუ პრემიერის აპარატთან არსებული სამსახური, მაგრამ ის, რომ ეფექტური მონიტორინგის მექანიზმი უნდა არსებობდეს, ამაში ორი აზრი არ არის“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
რაც შეეხება კანონპროექტს, მისი მიზანია საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საერთაშორისო და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. ამასთან, მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივი საფუძვლებისა და სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა“, - განაცხადა დოლიძემ.