„საქართველოს განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას მხოლოდ ცნობილი ქართველი ემიგრანტები არ ცდილობენ“

„საქართველოს განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას მხოლოდ ცნობილი ქართველი ემიგრანტები არ ცდილობენ“

საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, დიასპორის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმი, ურთიერთობების უფრო ინტენსიფიკაციისკენ არის მიმართული.

როგორც ნორლანდმა განაცხადა, ამერიკა ემიგრანტების ქვეყანაა და ნიშანდობლივია, რომ როდესაც ქვეყნიდან წასული ემიგრანტი წარმატებას აღწევს, ის შემდეგ ცდილობს წვლილი შეიტანოს იმ ქვეყნის განვითრებაში, საიდანაც წარმოშობითაა.

„მრავალი ქართველი, რომელიც საქართველოდან ამერიკაში ან სხვა ქვეყანაში გაემგზავრა, ცდილობს, თავის სამშობლოს დაუბრუნდეს და წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში და ეს მხოლოდ ცნობილი ადამიანები არ არიან, ისეთები, როგორც, მაგალითად ალექსანდრე ქართველი იყო, ცნობილი ქართული წარმოშობის ამერიკელი ავია-ინჟინერი, ან ჯორჯ ბალანჩინი, მსოფლიოში ცნობილი ქორეოგრაფი. ესენი სხვადასხვა დარგში პროფესიონალები არიან, რომლებიც დღესდღეობით ცდილობენ საკუთარი წვლილი შეიტანონ სამშობლოს აღორძინებაში. მაგალითად, არიან ისეთი ექიმები, რომლებიც საქართველოში კონფერენციებს აწყობენ და საკუთარ ცოდნას ქართველ ექიმებს უზიარებენ. ასევე, სხვა პროფესიის ადამიანები ცდილობენ საქართველოს ეკონომიკის ზრდას, მდგრადობას ხელი შეუწყონ. ეს კონფერენცია, ამ ურთიერთობების უფრო ინტენსიფიკაციისკენ და პროცესებში დიასპორის მეტი ჩართულობისკენაა მიმართული“, - განაცხადა ნორლანდმა.