პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაბამისი ბრძანება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ 2014 წლის 7 ოქტომბრიდან“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი კახა კახიშვილს სამინისტროში ოფიციალურად დღეს, 17:00 საათზე წარადგენს