მიქაელ იენსენი - საქართველოს უმთავრესი პრობლემა პოლიტიკური პოლარიზაციაა

მიქაელ იენსენი - საქართველოს უმთავრესი პრობლემა პოლიტიკური პოლარიზაციაა

ევროსაბჭოს მომხსენებელი მიქაელ იენსენი საქართველოში არსებულ უმთავრეს პრობლემად პოლიტიკურ პოლარიზაციას მიიჩნევს. აღნიშნულის შესახებ ის გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს. 

"ჩემი აზრით, უმთავრესი პრობლემა პოლიტიკური პოლარიზაციაა. ევროპაში, მათ შორის ჩემს სამშობლოში, უმრავლესობა და უმცირესობა თანამშრომლობენ, ერთად განიხილავენ პრობლემებს, საქართველოში კი "ქართულ ოცნებასა" და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის ჯერ კიდევ ნაპრალია. არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ პოლარიზება ამ ორ პარტიას შორის ჯერ კიდევ თვალსაჩინოა", - აცხადებს მიქაელ იენსენი.

ევროსაბჭოს მომხსენებლის განმარტებით, პოლარიზება არავისთვის, არც ერთი მხარისთვის არ არის სასიკეთო – არც პარტიებისთვის, არც ქართველი ხალხისთვის და არც ქვეყნისთვის.