ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ოს და აფხაზ ძმებთან ძმობა გვსურს და დღევანდელი თამაში ამის დემონსტრირება იყო

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ოს და აფხაზ ძმებთან ძმობა გვსურს და დღევანდელი თამაში ამის დემონსტრირება იყო

ჩვენ ოს და აფხაზ ძმებთან მტრობა არ გვინდა, ჩვენ მათთან ძმობა გვსურს და დღევანდელი თამაში ამის დემონსტრირება იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ "თბილისისა" და ცხინვალის " ამხანაგური მატჩის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაური მეგობრული თამაშით კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ ეს იყო ნდობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი. 

"საოცარი განწყობა მაქვს. ეს იყო ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენს შორის ნდობა აღდგეს. ძალიან მიხარია, რომ არის ჩვენი ოსი ძმების ასეთი ჯანსაღი თაობა. ძალიან კარგი განწყობა იყო, მე ვგრძნობდი სიყვარულს და მეგობრობას, რომელიც მოდიოდა მათგან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მეორე ტაიმში გადავსულიყავი მათ მხარეს. ვფიქრობ, ძალიან კარგი, მეგობრული თამაში გამოვიდა. ყოველთვის ვცდილობ სპორტისა და პოლიტიკის გამიჯვნას. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ის, რაც მოხდა ჩვენს შორის. ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩავაბაროთ წარსულს. ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, დავიწყოთ ნდობის აღდგენა. ცხინვალის "ლიახვი" წარმატებულად ასპარეზობს მეორე ლიგაში და ჩვენ მათ მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ, რომ კიდევ უფრო წარმატებულები გახდნენ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

"თბილისისა" და ცხინვალის "ლიახვის" ამხანაგური მატჩი გუშინ გორის სტადიონზე გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 4:4 დასრულდა. "თბილისის" შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრთან ერთად მინისტრთა კაბინეტის წევრები თამაშობდნენ. მეორე ტაიმში პრემიერმა ცხინვალის "ლიახვის" შემადგენლობაში ითამაშა, სამი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის დასასრულს გუნდებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.