პატიმარ რუსლან პერტაიას შვილები, რომლებმაც დღეს, პროტესტის ნიშნად ხეზე ხელები მიიჭედეს, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ხიდან ჩამოხსნა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ისინი ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
პატიმარ რუსლან პერტაიას ოჯახსი წევრებმა დღეს, ქუთაისში, სასჯელაღსრულების #2-ე დაწესებულებასთან პროტესტის ნიშნად ხეზე ხელები მიიჭედეს. ისინი პერტაიას სასამართლო პროცესის დროულად გამართავს ითხოვენ, რადგან მათი თქმით, ის უდანაშაულოა. მათი განცხადებით, ბრალდებული უკვე 47-ე დღეა ციხეში შიმშილობს და მაისი მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა.
მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უფრო მძიმე ფორმებს მიმართავენ.