სირიაში შეტაკებისას 22 წლის პანკისელი ახალგაზრდა გარდაიცვალა

სირიაში შეტაკებისას 22 წლის პანკისელი ახალგაზრდა გარდაიცვალა

სოფელ დუისში მცხოვრები გურამ გუმაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მომხდარ ფაქტს ადასტურებს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მათე ქავთარაშვილი.

მისი თქმით, სოფელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა თურქეთში  სამუშაოდ იყო წასული და როგორ აღმოჩნდა ის სირიაში, მათთვის უცნობია. მომხდარს სოფლის რამდენიმე მკვიდრიც ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გუმაშვილი სირიაში ერთ-ერთი შეტაკების დროს გარდაიცვალა. 

პანკისის ხეობიდან სირიაში წასული ახალგაზრდის გარდაცვალების ეს უკვე მეშვიდე შემთხვევაა.

დაახლოებით სამი კვირის წინ, სირიაში 18 წლის ბესო კუშტანაშვილი გარდაიცვალა.