ქალაქ ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შუშები ჩაამტვრიეს. ოზურგეთელმა გიორგი მ.-მ შენობის მინები ქვების სროლით ჩაამტვრია. ამ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსთან" სატელეფონო საუბრისას ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ადასტურებს.
"მსგავს ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, მაგრამ, რა მიზეზით ჩაამტვრია მინები, ეს ნამდვილად არ ვიცი", - აღნიშნა სიორიძემ.
გიორგი მ. უკვე დაკავებულია და ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.