სასამართლომ ბიზნესმენებს 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა

სასამართლომ ბიზნესმენებს 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა

გელა გურული და გია პირველაშვილი საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.

საქმე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ხელმძღვანელის საჩივრის საფუძველზე მიმდინარეობს. ილია კოკაია გელა გურულის კომპანიას საფეხბურთი კლუბთან ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების დარღვევაში და კლუბის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილის უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებს. 

სამშენებლო კომპანია "დომინუსის" გენერალურ დირექტორს გამოძიება 83 000 ლარის უკანონოდ მითვისებას ედავება. 

ფინანსურმა პოლიციამ გიორგი გურული და გია პირველიშვილი 9 ოქტომბერს დააკავა.