ცხინვალის "ლიახვსა" და საქართველოს მთავრობის წევრებით დაკომპლექტებულ გუნდ "თბილისს" შორის ამხანაგური მატჩში გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სიმბოლურად ორივე გუნდის შემადგენლობაში იასპარეზა. პირველი ტაიმი მან „თბილისის“, ხოლო მეორე ტაიმი „ლიახვში“ შემადგენლობაში ითამაშა. პრემიერმა სულ 3 გოლი გაიტანა.
„ძალინ კარგი განწყობა იყო, ვგრძნობდი სიყვარულს და სწორად ამიტომ გადავწყვიტე, რომ მეორე ტაიმში მათ მხარეს გადავსულიყავი. ძალიან კარგი მეგობრული თამაში გამოვიდა. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, მე ყოველთვის ვცდილობ სპორტის და პოლიტიკის გამიჯვნას, მაგრამ ძალიან მტკივნეულია რაც მოხდა წლების წინ. ჩვენს შორის ეს ყველაფერი უნდა ჩავაბაროთ წარსულს“, - განაცხადა თამაშის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშილმა.
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, შს მინისტრი ჭიკაიძე კარებში საუკეთესო იყო.
„ჭიკაიძე საუკეთესო იყო, კარებში ძალიან კარგად ითამაშა. პრემიერი ბომბარდირი გახდა. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. თავდასხმა ძალიან ძლიერი იყო - ღარიბაშვილი, დემეტრაძე, იაშვილი“, - განაცხადა კალაძემ.